10.29.2013


ადგილმდებარეობა

      ზუგდიდს ხელსაყრელი ფიზიკურ – გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. ქ.ზუგდიდის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩ.გ. 420 30, და ა.გ. 410 51. მდებარეობს კოლხეთის ვაკის, კერძოდ, ოდიშის დაბლობზე, მდ. ჩხოუშიის (ენგურის აუზი) ორივე ნაპირზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი რუხის, ჩრდილო დასავლეთით სოფ. აბასთუმნის, სამხრეთ – დასავლეთით სოფ. ინგირის, სამხრეთით სოფ. ჭითაწყარი, სამხრეთ – აღმოსავლეთით სოფ. ახალსოფელის,  აღმოსავლეთით სოფ. ოდიშის ტერიტორიები.

        ზუგდიდი შავი ზღვიდან დაშორებულია 31 კმ–ით, მანძილი უახლოეს ნავსადგურამდე 60კმ, (ფოთი)  მანძილი თბილისამდე 330კმ, მანძილი აფხაზეთის საზღვრამდე, კერძოდ ენგურის ხიდამდე 7კილომეტრია. ქალაქ ზუგდიდი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში,  სამეგრელოში, ამჟამად სამეგრელო ზემო სვანეთის რაიონის ამდმინისტრაციული ცენტრია. მოსახლეობა 69 ათასი (2002წ).